Belive

"UFC-მ 10 მილიარდი უნდა გადამიხადოს, რომ სტერლინგთან ვიჩხუბო" - მერაბ დვალიშვილი

8 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ში სუპერმსუბუქ წონაში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალჯო შონ ო'მალისთან დამარცხდა, ყველა დვალიშვილისა და "შუგა შოუს" დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. თუმცა, როგორც ო'მალის განცხადებებიდან ვიმსჯელებთ, მას ქართველთან ჩხუბი არ სურს. UFC ცდილობს მერაბს სხვა მეტოქე გამოუძებნოს, თუმცა, "მანქანა" მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლის ჩატარებით ინტერესდება. 

სტერლინგის დამარცხების შემდეგ, საბრძოლო სპორტის მოყვარულები ალაპარაკდნენ, რომ მერაბი ჯერ ალჯოსთან უნდა "დაიტესტოს" და ამის შემდეგ გავიდეს საჩემპიონო ბრძოლაზე ო'მალისთან. როგორც მოგეხსენებათ დვალიშვილი და სტერლინგი ახლო მეგობრები არიან. მათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებდნენ. დვალიშვილმა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. 

UFC-მ 10 მილიარდი დოლარი უნდა გადამიხადოს, რომ სტერლინგთან ბრძოლა მაიძულონ. - ამბობს მერაბი

შეგახსენებთ, რომ ო'მალისთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, ალჯამაინ სტერლინგმა ჩემპიონის სტატუსი დაკარგა და ახლა სუპერმსუბუქ წონაში ის და მერაბი იყოფენ პირველ ადგილს.

სხვა სტატიები