UFC-დან წასვლის შემდეგ, კონორი შიშველ მუშტებზე ბრძოლას გეგმავს
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
კონორ მაკგრეგორმა თქვა, რომ მალე ახალ ორგანიზაციაში იბრძოლებს. ირლანდიელს შიშველ მუშტებზე ბრძოლა ძალიან მოსწონს და მისი თავის გამოცდაც სურს. ამ სპორტში UFC-ს საკმაოდ ბევრ ათლეტს და მათ შორის ყოფილ ჩემპიონებსაც უასპარეზიათ.
შიშველი მუშტებით ბრძოლით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს სპორტი ძალიან ამაღელვებელია, საშიში და ჩემგან დიდ სიმამაცეს მოითხოვს, რომ დავიწყო. დიდი შანსია, რომ აქ მიხილოთ. ჩემი ბოლო UFC-ს ბრძოლის შემდეგ ხელთათმანებს მოვიხსნი, მაგრამ კარიერას არ დავასრულებ. მინდა შიშველი მუშტებით ბრძოლა დავაანონსო. - ამბობს კონორი
Conor McGregor reveals he’ll announce a move to bare knuckle after his next UFC fight 👀
— Happy Punch (@HappyPunch) November 4, 2026
“I’m gonna lay down my gloves in that octagon for my final UFC contract, but not to retire, to announce bare knuckle.” pic.twitter.com/HTc82r7xoZ
კონორის ბოლო გამოსვლა UFC-ში არც ისე წარმატებული გამოდგა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ირლანდიელი მაქვს ჰოლოუეის უპირისპირდებოდა, მაგრამ ბრძოლის საწყის წუთებში დაზიანება მიიღო და ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო.