Belive

UFC 307 | რომან დოლიძე რეიტინგში დაწინაურდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

სოლთ ლეიქ სითიში "დელტა ცენტრში" UFC 307-ის ივენთი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მიიღო.

რომან დოლიძემ მეინ ქარდზე იბრძოლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საშუალო წონაში ქართველი მებრძოლი კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა, მეტოქე პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციაში მე-8 გამარჯვება მოიპოვა.

ორგანიზაციამ ოფიციალური რეიტინგი განაახლა და UFC 307-ზე მოპოვებული გამარჯვებით, რომან დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში, 1 პოზიციით დაწინაურდა. ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილზე ავიდა.

შეგახსენებთ, UFC-ს საშუალო წონის ჩემპიონი სამხრეთ აფრიკელი, დრიკუს დუ პლესია, რეიტინგის პირველ პოზიციას შონ სტრიკლენდი იკავებს.

სხვა სტატიები