Belive

UFC 300 | სტერლინგმა წონა შეიცვალა და კატარს დაუპირისპირდება

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ის, რასაც UFC-ის გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, რეალობად იქცა - მერაბ დვალიშვილის მეგობარმა და თანაგუნდელმა, ალჯამაინ სტერლინგმა წონა შეიცვალა და ქვემსუბუქი წონის სადებიუტო ბრძოლაში კელვინ კატარს დაუპირისპირდება.

სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალჯამაინ სტერლინგისა და კელვინ კატარის ბრძოლა 2024 წლის 14 აპრილს, UFC 300-ზე გაიმართება.

შონ ო'მალისთან სატიტულო ბრძოლაში მარცხის შემდეგ, სტერლინგი ახალი გამოწვევის მიღებასა და ახალი ჰორიზონტების დაპყრობას გეგმავს და მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა.

ჩემი და კატარის დაპირისპირება ყველაზე რეალური სცენარია. ის ერთადერთია, რომელსაც ბრძოლა არ აქვს. ვფიქრობ, ჩვენი დაპირისპირება გარდაუვალია. - ალჯამაინ სტერლინგი.

სხვა სტატიები