Belive

UFC 276 - ადესანიამ და ვოლკანოვსკიმ ქამრები დაიცვეს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
3 ივლისს, ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე, UFC 276-ის ივენთზე, ისრაელ ადესანიამ 5-რაუნდიან ბრძოლაში ჯარედ კანონიერი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ტიტულის დაცვა მეხუთედ შეძლო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, 32 წლის მებრძოლმა ალექს პერეირა გამოიწვია, რომლის წინააღმდეგაც კიკბოქსინგში ორი მარცხი აქვს. თავის მხრივ, კვირას ბრაზილიელმა შონ სტრიკლენდს ნოკაუტით მოუგო.
ადესანია Vs კანონიერი

UFC 276-ის Main card-ის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის შორის გაიმართა. დაპირისპირება ასევე ხუთ რაუნდამდე გაგრძელდა და გამარჯვება, საბოლოოდ, ვოლკანოვსკის დარჩა. ავსტრალიელმა ჰოლოუეის დამარცხება ზედიზედ მესამედ შეძლო და ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა. 33 წლის მებრძოლს UFC-ში ზედიზედ 12 მოგება დაუგროვდა. ბრძოლის შემდეგ, ვოლკანოვსკიმ განაცხადა, რომ ქამრის დაუფლება მსუბუქ წონაშიც სურს.
ვოლკანოვსკი Vs ჰოლოუეი

 

სხვა სტატიები