უძლიერესი დარტყმების შედეგად მოკრივე რინგიდან გადავარდა
4 წლის წინ
სხვა
1 წთ
კრივის ისტორიაში უამრავი გამორჩეული ბრძოლის მომსწრე გავმხდარვართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მძიმე წონით კატეგორიას ეხება, თუმცა, მსგავს რამეს ხშირად ვერ ნახავთ - მეტოქის მიერ მიყენებული უძლიერესი დარტყმების შემდეგ, მოკრივე რინგიდან გადავარდა. კრივი არის სპორტის სახეობა, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. პირდაპირი გაგებით - ერთი არასწორი მოძრაობა, ან კონცენტრაციის დაკარგვა, შესაძლოა დიდ უსიამოვნებად დაგიჯდეს. მძიმე წონითი კატეგორიის მოკრივემ - ჯოელ კლოდმა, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა, როდესაც კასიუს ჩეინის დარტყმების შედეგად, რინგიდან გადავარდა.
He literally knocked him out of the ring 🤯 pic.twitter.com/1uvRuL1LAJ — Top Rank Boxing (@trboxing) July 3, 2022