"უბრალოდ იცი, რომ სხეული ამდენს ვერ გაუძლებს" - ისრაელ ადესანია
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ისრაელ ადესანიამ მერაბ დვალიშვილს და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა. როგორც ადესანია ამბობს, ეს ბიჭები მომავალ წელსაც შეხვდებიან.
მიყვარს ბიჭები, რომლებიც მიზენებს ისახავენ. ის ამბობდა: "ამ ბიჭს შევხვდები, იმ ბიჭს შევხვდები..." არამგონია, ხალხი ახლა მერაბს აკრიტიკებდეს, მაგრამ ისინი ვინც ამას აკეთებენ, ვერ აანალიზებენ, რომ ისტორიულ ბრძოლებს ერთმანეთის მიყოლებით გვთავაზობს. ამის შემდეგ უბრალოდ იცი, რომ სხეული ამდენს ვერ გაუძლებს. ის ბიჭები რომლებიც დაუმარცხებია, მათზე კვლავ ფიქრობს, რომ დაამარცხებს. როცა ამას ზედიზედ რამდენჯერმე აკეთებ, სხეულს დიდ წნეხში ამყოფებ. იანს კრივშიც და ჭიდაობაშიც კარგი უნარები აქვს. ვიცი, რომ მათ მომავალ წელსაც ექნებათ ჩხუბი. - განაცხადა ისრაელ ადესანიამ
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარიც დაკარგა. ახლა სუპერმუბუქ წონას სათავეში იანი ჩაუდგა.