U23 | ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელიამ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ძალოსანმა ატაცში 100კგ. / 104კგ. / 106კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორის ტიტული გაიფორმა.
გადელიამ აკვრაში დაძლეული 125კგ. / 130კგ. / 135კგ. ოქროს მედალი მოიპოვა, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამითაც.