Belive

U20 | ოქრო და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ დღეს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

იტალიაში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ფინალურ დღეს ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

86 კგ წონით კატეგორიაში, დაჩი პაპინაშვილმა პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალს დაეუფლა. საბა ღამბაშიძე (61კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125კგ) ბრინჯაოს სინჯის მედლებს დასჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითიც პირველ ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

სხვა სტატიები