Belive

U20 | ლევან ოჩიგავას ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველი ძალოსანი ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია. ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მან ბრწყინვალედ იასპარეზა და ტურნირის ჩემპიონ-რეკორდსმენია, ის 3 ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ლევან ოჩიგავამ ატაცში 148/154 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის რეკორდსმენის ტიტულიც გაიფორმა. აკვრაში კი დაძლეული 191 კილოგრამით კიდევ 1 ოქროს მედალი მოიპოვა და კვლავ ევროპის რეკორდი დაამყარა. ასევე სარეკორდო აღმოჩნდა ორჭიდში მოგროვებული 345 კილოგრამიც და მესამე ოქროს მედალიც დაისაკუთრა.