Belive

U17 | თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

3 წლის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრები, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩავიდა, სადაც 16 ივნისს ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით იასპარეზებს: 45კგ - მათე ცინაძე, 48კგ - გეგი ონიანი, 51კგ - გიორგი მაისურაძე, 55კგ - არშაკ ლულუკიანი, 60კგ - ანრი გოგუაძე, 65კგ - ზურაბ აბალაკი, 71კგ - იოსებ მეფარიშვილი, 80კგ - კონსტანტინე პეტრიაშვილი, 92კგ - სანდრო ყურაშვილი, 110კგ - ალექსანდრე აბრამიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი კვინიკაძე.

მწვრთნელები: ვანო ყვარელაშვილი, ოთარ თუშიშვილი, მალხაზ ჯორბენაძე.

ექიმ-რეაბილიტოლოგი: შოთა შავდია.

შეგახსენებთ, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი უკვე დასრულდა, სადაც ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები