Belive

U17 | ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის 4 ქართველი იჭიდავებს

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, 17-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 17-წლამდელთა შორის, ოქროს მედლისთვის 4 ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს.

4 წონითი კატეგორიის (48,55,65,110) ფინალში იური ჩაფიძე, ერეკლე თავბერიძე, გიორგი ჭიკაიძე და საბა ჭილაშვილი შეეცდებიან ოქროს მედლის მოპოვებას.

  • 48კგ: მურატ ხატიტი Vs. იური ჩაფიძე
  • 55კგ: მაქსიმ სარმანოვი Vs. ერეკლე თავბერიძე
  • 65კგ: პეტროს აშკარიანი Vs. გიორგი ჭიკაიძე
  • 110კგ: საბა ჭილაშვილი Vs. ევგენი რეპკინი