Belive

U 20 | ალექსანდრე რუსიტაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

იტალიაში, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

72-კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრმა, ალექსანდრე რუსიტაშვილმა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში სომეხი მეტოქე, გასპარ ტერტერიანი 4:3 დაამარცხა.

რუსიტაშვილმა ფინალამდე სერბი, რუსი ბულგარელი და უკრაინელი სპორტსმენების დამარცხება შეძლო.

დღეს ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ანრი ხოზრევანიძე (67კგ) და ვახტანგ ლოლუა (60 კგ)

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ 3 ოქრო და 4 ბრინჯაო მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.