Belive

"თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ მერაბი წინ მიდგას" - შონ ო'მალი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მარლონ ვერას დამარცხების შემდეგ, შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილი არ გამოიწვია. მის ნაცვლად ჩემპიონმა ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. თავად ილიამ კი, დვალიშვილთან ბრძოლისკენ მიუთითა. ამის მიუხედავად, "შუგა" პირდაპირ მაინც არ ამბობს, რომ მერაბთან იჩხუბებს. ჩემპიონმა მის მომავალზე და მერაბთან შეხვედრაზე საკუთარ პოდკასტში ისაუბრა.

რამდენიმე კვირაში UFC-სთან დავილაპარაკებ. ზუსტად არ მახსოვს რომელ დღეს მაგრამ, UFC-ს შევხვდები და გავიგებ შემდეგში რა იქნება.
ვგიჟდები, როცა ხალხს ჰგონია მერაბს გავურბივარ მაგრამ, ამ დროს ილიას ვიწვევ. ილია საშიშია, მერაბი სახიფათოა. მას შეუძლია მცემოს. ყველას შეუძლია მცემოს. "ჩიტოს" შეეძლო ვეცემე, ილიასაც შეუძლია მცემოს. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ მერაბი წინ მიდგას. ვეღარ ვითმენ ამ ყველაფერს როდის ვნახავ. ძალიან მინდა წარბშეკრული ალჯო და რეი ლონგოსთან ერთად დამწუხრებული მეთ სერა ვნახო. ეს კიდევ ერთხელ მოხდება. - განაცხადა შონ ო'მალიმ საკუთარ პოდკასტზე საუბრისას

ჯერჯერობით არ ვიცით შედგება თუ არა მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა შედგება ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები