Belive

მერაბ დვალიშვილი: "თუ შემდეგი ბრძოლა უმართან მომიწევს..."

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვთან განმეორებით ბრძოლაზე საუბრობს. იმ შემთხვევაში თუ "მანქანა" დაღესტნელს კიდევ ერთხელ შეხვდება, მერაბი მის განადგურებას აპირებს.

თუ შემდეგი ბრძოლა უმართან მომიწევს, დარწმუნებული ვარ გავტეხავ და ამჯერად სუფთად დავამარცხებ. ბოლო ბრძოლაში ზედმეტი თავის ტკივილისა და რისკის გარეშე მოვუგე, თუმცა, ეს ის არ იყო რაც მინდოდა. შემდეგ ბრძოლაში გალიიდან ასე მარტივად არ გავუშვებ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბს წინ ტიტულის დაცვა ელის. ჩემპიონის მოწინააღმდეგე კორი სენდჰეგენი იქნება. ბრძოლა 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება. თუ მერაბი გაიმარჯვებს, ეს მისი მესამე ქამრის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები