Belive

"თუ ფანებს ქვესაშუალო წონაში ჩემი ნახვა უნდათ, რატომაც არა?!" - ილია თოფურია

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია ქვესაშუალო წონაში ბრძოლაზეც არ ამბობს უარს. ალვარო კოლმენეროზე დაყრდნობით, თუ ფანები "მატადორს" ქვესაშუალო წონაში მოინდომებენ, ილია იბრძოლებს.

რა თქმა უნდა, რატომაც არა? ეს ფანებზეა დამოკიდებული. თუ მათ ქვესაშუალო წონაში ჩემი ნახვა უნდათ და კომპანიას იმ დროისთვის ეყოლება ჩემპიონი, რატომაც არა?

მე ხალხის გასართობად ვიბრძვი. ცხადია, გამოწვევებისთვის ყოველთვის მოტივირებული უნდა ვიყო და შემოთავაზებებისთვის სულ ღია ვარ. თუ შანსი გაჩნდება და ბრძოლაც ამაღელვებელი იქნება, ვიჩხუბებ. - ამბობს ილია თოფურია
View this post on Instagram

A post shared by HOME OF FIGHT (@homeoffight)

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქ წონაში გადავიდა და იქ საჩემპიონო ბრძოლას ჩარლზ ოლივეირასთან გამართავს. რაც შეეხება მახაჩევს, ის ქვესაშუალო წონაში ჯეკ დელა მადალენასთან ბრძოლას აპირებს.

სხვა სტატიები