Belive

ტოკიოში საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 4 სპორტსმენით წარდგება

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს 4 წარმომადგენელი ეყოლება. ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. 4 ძალოსანი თითოეული ქვეყნისთვის დაწესებული კვოტის მაქსიმალური რაოდენობაა. იაპონიაში ასპარეზობის უფლება ლაშა ტალახაძემ (+ 109კგ), ანტონ პლესნოიმ (96 კგ), შოთა მიშველაძემ (61კგ) და გოგა ჩხეიძემ (67კგ) მოიპოვეს. ტოკიოს ოლიმპიადაზე ძალოსნები ასპარეზობას 24 ივლისს დაიწყებენ და 4 აგვისტოს დაასრულებენ.

 

სხვა სტატიები