"თოფურიას მიმართ გარკვეული ინტრიგა არსებობს" - ისლამ მახაჩევი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ფანებთან შეხვედრისას ისლამ მახაჩევს ილია თოფურიაზე ჰკითხეს. დაღესტნელი მებრძოლს "მატადორთან" ჩხუბი და საბოლოოდ მისი გაჩუმება სთხოვეს. მახაჩევის პასუხი ასეთი იყო:
როგორც ინებებთ. თოფურიას მიმართ გარკვეული ინტრიგა არსებობს. ეს ბრძოლა ჩემში ინტერესს იწვევს. შეგვიძლია სუპერბრძოლა ჩავატაროთ. - თქვა ისლამმა
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონის ჩემპიონი იყო და თოფურიას გადმოსვლის შემდეგ ქამარი დათმო. მახაჩევი ახლა ქვესაშუალო წონაში იასპარეზებს და მისი მომავალი ბრძოლა, სავარაუდოდ, ჩემპიონ ჯეკ დელა მადალენასთან შედგება.
რაც შეეხება, ილიას მას ტიტულის დაცვა პადი პიმბლეტის ან არმან ცარუკიანის წინააღდეგ მოუწევს.