Belive

"თოფურიას გამარჯვებისკენ ვიხრები" - ისლამ მახაჩევი

7 საათის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევი თოფურიას გეიჯისთან ფავორიტად თვლის. მისი თქმით, გეიჯი ძალიან გამოცდილი მებრძოლია, მაგრამ თოფურია მეტად ახალგაზრდაა და ეს თავის როლს ითამაშებს.

რა თქმა უნდა, ჯასტინ გეიჯის ჩამოწერას არ ვაპირებ – ის ნამდვილი ვეტერანია, უზარმაზარი გამოცდილებით, მაგრამ თოფურია უფრო ახალგაზრდაა. ფანებისთვის ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება. მჯერა, რომ ეს ჩხუბი დისტანციაზე ნამდვილად არ წარიმართება და უფრო თოფურიას გამარჯვებისკენ ვიხრები. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა

გეიჯისთან ბრძოლა 15 ივნისს, თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იქნება. ამ ბრძოლაში გადაწყდება თუ ვინ იქნება მსუბუქი წონის ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ დროებითი ჩემპიონის ტიტული პადი პიმბლეტის დამარცხებით მიიღო. რაც შეეხება ილიას, ის ოლივეირას გათიშვის შემდეგ Undisputed ქამარს დაეუფლა.

სხვა სტატიები