თოფურია UFC-ს ღონისძიების ესპანეთში ჩატარებით დაინტერესებული აღარ არის
8 თვის წინ
სხვა
1 წთ
ესპანურ მედიასთან საუბრისას ილია თოფურიამ აღნიშნა, რომ ესპანეთში UFC-ის ღონისძიების გამართვაზე დროს აღარ ხარჯავს. ილია ამბობს, რომ სხვადასხვა კონტრაქტების გათვალისწინებით მებრძოლების ასპარეზობა დილის 4-5 საათზე მოუწევდათ.
ყველაფრის მიზეზი UFC-სა და ESPN-ს შორის დადებული შეთანხმებაა. თუ ესპანეთში ღონისძიება ჩატარდებოდა, მაშინ მებრძოლები დილის 4 ან 5 საათზე უნდა გამოსულიყვნენ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკული ტელევიზიებისთვის კარგი დრო ყოფილიყო. არა მგონია, რომ ამ დროს ხალხის ფხიზლად ყოფნა მოხერხდეს.
როგორც ათლეტი გეუბნებით, რომ ასეთ დროს ბრძოლას არ ვაპირებ. ასეთი რამ აბუ დაბიში უკვე გავაკეთე, სადაც გიჟურ დროს ვიბრძოლე. სიმართლე გითხართ ამის გაკეთება აღარ მინდა. - განაცხადა ილია თოფურიამ
🚨Ilia Topuria explains why making a numbered event in Spain is hard. 🇪🇸
— MMA Pros Pick (@MMA_PROS_PICK_) March 27, 2025
"The UFC's deal with ESPN and the timing issues—a numbered event in Spain would have to take place at 4–5 AM to align with U.S. prime-time television. I don’t think it’s feasible to have everyone up at that… pic.twitter.com/UTlqpUGiTg
აღსანიშნავია, რომ UFC ასეთ დროს ევროპაში უკვე გამართა ღონისძიება. გამთენიისას ბრძოლებს ლონდონმა უმასპინძლა და გულშემატკივრებს არენაზე უბრალოდ ჩაეძინათ.