"თოფურია ნამდვილი გიჟია" - მაიკლ ბისპინგი
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
მაიკლ ბისპინგმა ილია თოფურიას სამი დივიზიონის შესაძლო ჩემპიონობაზე ისაუბრა. ყოფილი მებრძოლი ამბობს, რომ ილიას რთული გზის გავლა მოუწევს, მაგრამ თოფურიას ამის შესრულება შეუძლია.
თუ ისლამი მადლენას დაამარცხებს და ილია ჩემპიონი გახდება, თოფურიას ქვესაშულო წონაში გზის გავლა მოუწევს. ეს წონა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მსუბუქი დივიზიონი რამდენიმე წლის უკან. ქამრის ძალიან ბევრი კანდიდატი გვყავს. სამი დივიზიონის ჩემპიონობისთვის ილიას რთული გზის გავლა მოუწევს. ერთადერთი ბარიერი, რომელიც თოფურიას სამი დივიზიონის ჩემპიონობაში ხელს უშლის მხოლოდ მახაჩევი არაა. 77 კილოგრამში ბევრი მკვლელია. ილია ერთი წონის ჩემპიონი უკვე გახდა, მალე მეორე წონის ქამარს მოიგებს. რამდენჯერ დაიცავს ქამარს? ორჯერ? სამჯერ? ის აუცილებლად გადავა ზედა წონაში. თოფურია ნამდვილი გიჟია. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
შეგახსენებთ, რომ ილიას წინ ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბი ელის. მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა UFC 317-ზე 29 ივნისს შედგება.
მახაჩევმა წონა შეიცვალა და მომავალ ბრძოლაში, დიდი ალბათობით, ქვესაშუალო წონის ჩემპიონს - ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.