Belive

"თოფურია-ისლამის ჩხუბი ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება" - ხაბიბ ნურმაგომედოვი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

ხაბიბი ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლას ყველაზე დიდ მოვლენად მიიჩნევს. მისი თქმით, ამ დაპირისპირების მიმართ ინტერესი იმაზე დიდია, ვიდრე პერეირასა და ჯონსის ბრძოლა.

დიახ, ამ მომენტში ასეა. ვფიქრობ, თოფურია-ისლამის ჩხუბი ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება და არა პერეირა ჯონსის ბრძოლა. ეს მაინც დიდი დაპირისპირებაა, მაგრამ არა ისეთი დონის. არ ვფიქრობ, რომ ერთი დონის ბრძოლებია. - განაცხადა ხაბიბმა

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი მომავალ ჩხუბს ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ გამართავს. ბრძოლა 16 ნოემბერს ქვესაშუალო წონის ქამრისთვის გაიმართება.

სხვა სტატიები