Belive

ტოჩინოშინმა მარტის ბაშოსთვის მზადება დაიწყო

4 წლის წინ სხვა
1 წთ
26 იანვარს 2020 წლის სუმოს რიგით პირველი სუპერტურნირი - ჰაცუ ბაშო დასრულდა, რომელიც ისტორიაში შევიდა, ვინაიდან ყველაზე დაბალი წოდების სუმოისტმა - დასავლეთის მე-17 მაეგაშირამ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-6 მაეგაშირა გახლდათ. ქართველმა სეკიტორმა 15-დან მხოლოდ 5 ბრძოლის მოგება მოახერხა, რის გამოც მარტის ანუ ჰარუ ბაშოზე რეიტინგ-სიაში აუცილებლად დაქვეითდება. Live.ge-სთან საუბრისას ტოჩინოშინმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა: "ამჟამად ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, ბაშოს დასრულების შემდეგ ერთი კვირა დავისვენეთ, სულ 6 დღეა რაც ვარჯიში განვაახლეთ და ყველაფერი რიგზეა. 23 თებერვალს უკვე ოსაკაში გავემგზავრებით, ნელნელა ბაშოსთვის მზადება საბოლოო ფაზაში გადავა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Live.ge-ს და ჩემს გულშემატკივრებს გვერდში დგომისათვის და გამხნევებისათვის. მადლობა ხალხო გაიხარეთ" - განაცხადა ტოჩინოშინმა. შეგახსენებთ, ჰარუ ბაშო 8 მარტს აიღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სხვა სტატიები