Belive

ტოჩინოშინმა ხვალინდელ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
2019 წლის რიგით მეოთხე სუმოს სუპერტურნირზე ნაგოია ბაშოზე ქართველი მებრძოლები საკმაოდ ცუდად ასპარეზობენ. თეიმურაზ ჯუღელი ჯურიოს მეორე ნომრადაა გამწესებული, მას 5 შეხვედრიდან 4 წაგებული აქვს, რაც შეეხება ოძეკი ტოჩინოშინს ჩატარებული 5 ორთაბრძოლიდან მან ვერცერთ შეხვედრაში ვერ მოიპოვა გამარჯვება. გუშინ ლევან გორგაძეს Live.ge დაუკავშირდა, სადაც მან განაცხადა, რომ ტურნირზე მისი ასპარეზობის გაგრძელება არ გაგრძელების საკითხი ასანოიამასთან ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული, დღეს ტოჩინოშინს Live.ge კვლავ დაუკავშირდა. "ხვალ დილით საავადმყოფოში მივდივარ, იქ გადაწყდება ვიბრძოლებ თუ არა აბის წინააღმდეგ", - განაცხადა ტოჩინოშინმა. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ მებრძოლებს.

სხვა სტატიები