Belive

ტოჩინოშინი: "თქვენი გვერდში დგომა მაძლევდა ძალას, რომ მებრძოლა"

2 თვის წინ სხვა
1 წთ

4 თებერვალს, ტოკიოში, სუმოს მექად წოდებულ დარბაზში დანპაცუ-შიკი შედგა და 17-წლიანი კარიერის შემდეგ, ქართველი მებრძოლი (ლევან გორგაძე) სუმოდან ოფიციალურად გააცილეს. ტოჩინოშინმა ამ დღისთვის და მთელი კარიერის განმავლობაში გულშემატკივრობისთვის, მადლობის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

მოგესალმებით, ჩემო გულშემატკივრებო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას - 17 წლის განმავლობაში გულშემატკივრობისთვის! თქვენი დახმარებით შევძელი მეასპარეზა, ამ ხნის მანძილზე თქვენი გვერდით დგომა მამხნევებდა და მაძლევდა ძალას, რომ მებრძოლა. მადლობა ყველას, ვინც ანსამბლ რუსთავის იაპონიაში ჩამოსვლაში როლი ითამაშა. დიდი პატივი იყო ჩემთვის და დაუვიწყარი იყო თქვენი სტუმრობა. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ჩემი სუმოდან გაცილების ღონისძიებაში - აღნიშნულია ტოჩინოშინის წერილში

იაპონიის ნაციონალურ სპორტში მისი 102 ტურნირის ყველაზე მაღალი წერტილი, უდავოდ,  2018 წლის დასაწყისიდან ხუთთვიანი პერიოდი იყო. სწორედ იანვარში, ნაცუ ბაშოზე დააფიქსირა ტოჩინოშინმა 14-1 ბალანსი და საიმპერატორო თასის მფლობელი გახდა. ისევ ნაცუ ბაშოძე, ოღონდ ამჯერად მაისში მიღწეული შედეგი გახდა იმის საფუძველი, რომ ლევან გორგაძე ოძეკის ტიტულის პრეტენდენტად წარედგინათ. ბრწყინვალე მიღწევა (13-2) საკმარისი არ გახდა მეორე ტრიუმფისთვის, თუმცა ვიცე-ჩემპიონობამ და ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდის, იოკუძუნა ჰაკუჰოს დამარცხებამ ტოჩინოშინს უდიდესი აღიარება მოუტანა. ტოჩინოშინის რეზიუმეში 11 კარიერული სპეციალურ პრიზი, ორი ოქროს ვარსკვლავი და ოთხი ვიცე-ჩემპიონობაა. 2018 წელს ლევან გორგაძე საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

View this post on Instagram

A post shared by Levan Gorgadze (@tochinoshin)