Belive

ტოჩინოშინი ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სუმოს ყველაზე მაღალ, მაკუუჩი დივიზიონს დაემშვიდობა და ამიერიდან გამოსვლას ჯურიოში გააგრძელებს.

35 წლის ქართველი სპორტსმენი მთავარ დივიზიონს მას შემდეგ დაემშვიდობა, რაც ჰარუ ბაშოს მიმდინარეობისას, კონკრეტულად კი მეოთხე სათამაშო დღეს ადგილობრივ, იაპონელ კოტოშოჰოსთან დამარცხდა და ამავე დროს, მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირის დასრულება ნაადრევად მოუწია. შესაბამისად, მას ყველა დარჩენილი ბრძოლა წაგებულად ჩაეთვალა და ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდა.

რეიტინგის მიხედვით, ტოჩინოშინი ჯურიოში მეორე ნომრით იასპარეზებს. პირველ ნომრად ყოფილი ოძეკი ასანოაიამა გამოდის.

იმისთვის, რომ ტოჩინოშინი მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნდეს, შესაძლოა მას შემდეგ ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაც ეყოს.

სხვა სტატიები