Belive

"თითოეული სიტუაციისთვის გამოსავალი დეტალურად განვიხილეთ" - იანი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

პიოტრ იანი მომავალი ბრძოლისთვის სრულიად განსხვავებული და მასშტაბური გეგმით ემზადება. როგორც ჩანს, რუსმა მებრძოლმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა მერაბ დვალიშვილთან პირველი ორი დაპირისპირებიდან მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანეს და ახლა თითოეულ ნაბიჯს შესაშური სიზუსტით გეგმავენ.

წინა ჯერზე ერთგვერდიანი გეგმა გვქონდა. ამჯერად ხუთგვერდიანი გეგმა მოვამზადეთ.

ეს უფრო საფეხბურთო გუნდის ვარჯიშს ჰგავს, ვიდრე MMA-ს საბრძოლო გეგმას. თითოეული სიტუაციისთვის პასუხი დეტალურად გვაქვს განხილული.

ზოგჯერ ჩემს მწვრთნელ ვეუბნები, რომ ეს ფეხბურთი არ არის, მაგრამ მას ზედმეტად დეტალური მომზადება ურჩევნია. ამჯერად კი ყველაფერი კიდევ უფრო დეტალურია, ვიდრე წინა ჯერზე. - ამბობს იანი

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს ტრილოგია საღამოს თანამთავარი დაპირისპირება იქნება და გამარჯვებული სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაიმსახურებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში იანმა დვალიშვილი დაამარცხა და "მანქანას" რევანშის ასაღებად კარგი შანსი აქვს.

სხვა სტატიები