Belive

ტიერი ანრიმ მონრეალის მწვრთნელის პოსტი დატოვა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ MLS-ის გუნდი, "მონრეალი" დატოვა. გუნდიდან წასვლის მიზეზად ფრანგმა ოჯახური პრობლემა დაასახელა.
"გასული წელი პირადად ჩემთვის ძალიან რთული გამოდგა. პანდემიიდან გამომდინარე, ჩემი შვილების ნახვას ვერ ვახერხებდი. სამწუხაროდ, მუდმივი შეზღუდვების და იმ ფაქტის გამო, რომ შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვის განმავლობაში გადასახლება მოიწია, ოჯახთან ახლო კავშირი არ მქონდა. გული მწყდება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მიწევს, მაგრამ ლონდონში დაბრუნება აუცილებელია.
ანრი "მონრეალს" 2019 წლის ნოემბრიდან წვრთნიდა და გუნდი კონკაფის ზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. მწვრთნელის ამპლუაში, ანრი “არსენალის” ახალგაზრდულ გუნდში, ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტად და “მონაკოს” თავკაცად მუშაობდა, 2019 წლის ნოემბრიდან კი ის MLS-ში იმყოფება და “მონრეალის” დამრიგებელია. ბოლოს, ბრიტანული მედია მას ჩერმპიონშიფის ბინადარ "ბორნმუთში" დასაქმებას უწინასწარმეტყველებდა.

სხვა სტატიები