Belive

თურქეთის ხელბურთის ნაკრების კაპიტანი მის ვაჟთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

თურქეთის ხელბურთის ფედერაციამ (THF) ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ჯემალ კუტაჰია და მისი ვაჟი ჩინარ კუტაჰია, თურქეთში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალნენ.

მრავალდღიანი ძებნის შემდეგ, თურქეთის ხელბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მის უმცროს ვაჟთან ერთად ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. ასევე იძებნებიან მისი ფეხმძიმე ცოლი და სიდედრი.

ამ უმძიმეს ტრაგედიას ასევე გამოეხმაურა, თურქეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - უღურ კილიჩი.

"ჯემალ კუტაჰია, დიდი გულის ადამიანი, ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჩვენ მოუთმენლად ველოდით შენს დაბრუნებას და ბოლო წამამდე იმედს ვინარჩუნებდით, რომ ცოცხალი იქნებოდი შენს ვაჟთან და ოჯახის წევრებთან ერთად. შენ ჩაეხუტე შენს შვილს და გადაინაცვლე სამოთხეში, ძალიან ვწუხვარ. ჯემალის მეუღლისა და სიდედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება".

სხვა სტატიები