Belive

"თუ ჰოლოუეისთან ბრძოლას ესპანეთში შემომთავაზებენ, მე ამას დავთანხმდები" - ილია თოფურია

10 თვის წინ სხვა
2 წთ

ილია თოფურიამ UFC Jacksonvill-ზე ჯოშ ემეტი ძალიან დიდი უპირატესობით დაამარცხა და მის კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. დაუმარცხებელი ქართველი სატიტულო ბრძოლას ძალიან მიუახლოვდა.

როგორც ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ილია ჯერ სატიტულო ბრძოლას ვერ მიიღებს. დიდი ალბათობით მას კიდევ ერთი დაპირისპირების გამართვა მოუწევს, რომელიც შესაძლოა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შედგეს. ამასთან დაკავშირებით თოფურიას საკუთარი პირობები აქვს.

"ჩემპიონობის რიგში შემდეგი მე ვარ, შემიძლია მოვიცადო. ერთ-ერთი საუკეთესო უნარი რაც მაქვს ეს მოთმინებაა. თუ ჰოლოუეისთან ბრძოლას ესპანეთში შემომთავაზებენ, მე ამას დავთანხმდები. თუ ასე არ მოხდება, სატიტულო ბრძოლას უბრალოდ დაველოდები." - განაცხადა ილია თოფურიამ.

საინტერესოა, რომ დანა უაითი ილია თოფურიას ჯერ კიდევ 2022 წელს შეჰპირდა, რომ UFC-ის ღონისძიებას ესპანეთში გამართავდა.

"გარდა ჩემპიონობისა, ჩემი დიდი ოცნება ესპანეთში ბრძოლის გამართვაა. დიდი ხანია ესპანეთში არ მიასპარეზია და ოცნების ახდენა იქნება თუ ჩემი ხალხის წინაშე ვიბრძოლებ." - თქვა ილიამ El Espanol-თან საუბრისას.

აშკარაა, რომ თოფურიამ ემეტის დამარცხებით საჩემპიონო ბრძოლაზე დიდი განაცხადი გააკეთა. “მატადორს” სამი სავარაუდო მეტოქე ეყოლება, ესენი არიან: ბრაიან ორტეგა, მაქს ჰოლოუეი და როდრიგესი-ვოლკანვსკის წყვილიდან ერთ-ერთი.

სხვა სტატიები