Belive

თორნიკე ოქრიაშვილი: "მეტოქის ბევრ მატჩს ვუყურეთ და სისუსტეები კარგად შევისწავლეთ" 

3 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველო-ესტონეთის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონელი ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმაც უპასუხა. "ძალიან გვსურს და დიდი იმედიც გვაქვს, რომ ამ შეხვედრას გამარჯვებით დავასრულებთ. ბოლო კვირის განმავლობაში, ესტონეთის ნაკრების რამდენიმე მატჩს ვუყურეთ და ჩვენი მეტოქის სისუსტეები კარგად შევისწავლეთ, თუმცა ახლა მათზე საუბარს არ ვაპირებ. ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. ბოლოს ერთმანეთს ათი თვის წინ შევხვდით. სტადიონზე მაყურებლის არ ყოფნა გარკვეულწილად უპირატესობასაც წარმოადგენს და სირთულესაც ქმნის. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ", - თქვა "ანორთოსისის" და საქართველოს ნაკრების ათიანმა. საქართველოსა და ესტონეთის შეხვედრა 5 სექტემბერს, ტალინში, 20:00 საათზე დაიწყება. ასევე იხილეთ: ვლადიმირ ვაისი: “შედეგის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია” 

სხვა სტატიები