Belive

The Schmo-მ რომან დოლიძის მახრჩობელა გამოსცადა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

4 თებერვალს რომან დოლიძე პირველი ქართველი იქნება, რომელიც 2024 წელს UFC-ში იბრძოლებს. რომანს ბოლო ბრძოლა 19 მარტს აქვს ჩატარებული, რომელიც ვეტორისთან დათმო. აღსანიშნავია, რომ ბევრისთვის ეს გადაწყვეტილება საკამათო აღმოჩნდა. დოლიძის მომავალი მოწინააღმდეგე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მებრძოლი ნასურდინ იმავოვი იქნება.

ბრძოლის დღესთან მოახლოებასთან ერთად სოციალურ ქსელებში მებრძოლებიც უფრო ხშირად ჩნდებიან და მათ მიმართ ინტერესიც იზრდება. რომან დოლიძეს სასტუმროში ამერიკელი იუთუბერი The Schmo ეწვია.

გავიხსენოთ სტრიკლენდის სიტუაცია. ჯერ ნასურდინი დაამარცხა და შემდეგ ურეიტინგო ბიჭს მოუგო და საჩემპიონო ბრძოლაც მიიღო. წელიწადნახევარში ბევრი ჩემპიონი შეიცვალა, საკუთარი ქამარი ვერავინ შეინარჩუნა.

საერთოდ არ მესმის ხამზატს ჩვენს წონაში რეიტინგი რატომ მიანიჭეს. თუ გინდა საშუალო წონის რეიტინგში იყო, ამ წონითი კატეგორიიდან ვინმე უნდა დაამარცხო. მოხარული ვიქნები თუ მასთან ვიბრძოლებ, რადგან მე ყოველთვის საუკეთესოებთან მინდა დაპირისპირება. ვფიქრობ, ქამარზე ერთი ბრძოლა დამრჩა და თუ ხამზატი ჩემი მეტოქე იქნება არ ვარ ვიქნები წინააღმდეგი. - განაცხადა რომანმა

აღსანიშნავია, რომ Schmo-მ რომან დოლიძის მახრჩობელა ილეთის გამოცდა სურდა. მისი თქმით, რომანი წონას იკლებს და ამისთვის მშვენიერი დრო იყო. Schmo-მ გადაწყვიტა, რომ ქართველი მებრძოლის ძალები გაეტესტა.

სხვა სტატიები