Belive

თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება

11 თვის წინ სხვა
4 წთ

2023 წლის 3-4 ივნისს, თბილისში, მძლეოსნობაში 2006-2007-2008-2009 წელს დაბადებულთა შორის, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება.

ახალგაზრდულ ჩემპიონატს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის სასახლე და დიდი დიღმის სპორტული კომპლექსის მძლეოსნური სტადიონი ("არენა") უმასპინძლებს. ძირითად მიზანს 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვისა და სხვა ახალაზრდული საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის, ახალგაზრდული ნაკრები გუნდების კანდიდატების შერჩევა - გამოვლენა წარმოადგენს.

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჯგუფური პრინციპით გაიმართება და მონაწილეობას თბილისისა და რეგიონის გუნდები მიიღებენ:

  • პირველი ჯგუფი - თბილისი, აჭარა, ქუთაისი, ახალციხე, ვანი, ოზურგეთი, ფოთი.
  • მეორე ჯგუფი - ხობი, აბაშა, გორი, თიანეთი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ჭიათურა, მარტვილი, წყალტუბო, ხონი, ბორჯომი, ზუგდიდის კლუბი "ბუბა", სამტრედია, ასპინძა, ზუგდიდი, დუშეთი.

I ჯგუფში - 10 სპორტსმენი (გოგონები და ჭაბუკები) + 2 მწვრთნელ-წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. II ჯგუფში - 6 სპორტსმენი (გოგონები და ჭაბუკები) +1 მწვრთნელ-წარმოამდგენელი იასპარეზებს.

შეჯიბრების პროგრამა

  • გოგონები - რბენა - 100მ, 100მ/თ 200მ, 400მ, 800მ, 1500მ, 3000მ, სიგრძეზე ხტომა, სამხტომი, სიმაღლეზე ხტომა, ჭოკით ხტომა, ბირთვის კვრა, უროს ტყორცნა, ბადროს ტყორცნა, შუბის ტყორცნა.
  • ჭაბუკები - რბენა - 100მ, 110მ/თ 200მ, 400მ, 800მ, 1500მ, 3000მ, სიგრძეზე ხტომა, სამხტომი, სიმაღლეზე ხტომა, ჭოკით ხტომა, ბირთვის კვრა, უროს ტყორცნა, ბადროს ტყორცნა, შუბის ტყორცნა.
  • შერეული ამანთრბენი 400მ (ჭაბუკი) -300მ (გოგონა) -200მ (ჭაბუკი) -100მ (გოგონა).

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მედლებითა და სიგელებით, თუ თითოეულ სახეობაში შეჯიბრებაში მონაწილეობას არანაკლებ ორი სპორტსმენი მიიღებს.

შეჯიბრების განრიგი

3 ივნისი

  • 11:00 - 110მ. თარჯრბენი ჭაბუკები / სიმაღლეზე ხტომა - გოგონები და ბიჭები, სამხტომი- გოგონები / ბირთვის კვრა - გოგონები, შუბის ტყორცნა - გოგონები.
  • 11:10 - 100მ. თარჯრბენი - გოგონები.
  • 11:20 - 100მ. გარბენები - გოგონები.
  • 11:40 - 100მ. გარბენები - ჭაბუკები / შუბის ტყორცნა- ჭაბუკები.
  • 12:00 - 400მ. ფ-გარბენები - გოგონები / სამხტომი - ჭაბუკები / ბირთვის კვრა - ჭაბუკები.
  • 12:15 - 400მ. ფ-გარბენები - ჭაბუკები.
  • 12:30 - 1500მ. ფ-გარბენები -გოგონები.
  • 12:40 - 1500მ. ფ-გარბენები - ჭაბუკები.
  • 12:50 - 100მ. ფინალი "ბ" - გოგონები.
  • 12:55 - 100მ. ფინალი "ა" - გოგონები.
  • 13:00 - 100მ.  ფინალი "ბ" -ჭაბუკები.
  • 13:05 - 100მ. ფინალი "ა" - ჭაბუკები.

4 ივნისი

  • 11:00 - 200მ. გარბენები - გოგონები / სიგრძეზე ხტომა - გოგონები / ბადროს ტყორცნა - გოგონები.
  • 11:20 - 200მ. გარბენები - ჭაბუკები.
  • 11:30 - ბადროს ტყორცნა - ჭაბუკები.
  • 11:40 - 800მ. ფ-გარბენები - გოგონები / ჭოკით ხტომა - გოგონები/ჭაბუკები.
  • 11:50 - 800მ. ფ/ გარბენები - ჭაბუკები.
  • 12:00 - ჭოკით ხტომა - გოგონები და ჭაბუკები, სიგრძეზე ხტომა - ჭაბუკები / უროს ტყორცნა - გოგონები.
  • 12:05 - 3000მ. ფ-გარბენები - გოგონები / სიგრძეზე ხტომა  - ჭაბუკები.
  • 12:30 - 200მ. ფინალი "ბ" - გოგონები / უროს ტყორცნა -ჭაბუკები.
  • 12:35 - 200მ. ფინალი "ა"  გოგონები.
  • 12:40 - 200მ. ფინალი "ბ" - ჭაბუკები.
  • 12:45 - 200მ. ფინალი "ა" - ჭაბუკები.
  • 12:55 - 3000 მ ფ-გარბენები - ჭაბუკები.
  • 13:20 - შერეული შვედური ამანათრბენი 400 (ბიჭი)-300 (გოგო)-200 (ბიჭი)-100 (გოგო).

სხვა სტატიები