Belive

თანამედროვეობის 13 ყველაზე მოდური ფეხბურთელი

1 წლის წინ სხვა
6 წთ
ფეხბურთის კარგად თამაში ერთია, თუმცა მოედანს მიღმა კარგად ჩაცმა მეორე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბევრ ფეხბურთელს კარგად გამოსდის, ბევრ ფეხბურთელს კი არა. გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ფეხბურთელების უმეტესობას კარგად ჩაცმის სტილი არ გააჩნიათ, ისინი უფრო "უცხოდ" და ბევრისთვის "სასაცილოდ" იცვამემ. ჩნდება კითხვა, ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მოგვწონს, მარტო მოედანზე უნდა მოგვწონდეს თუ მოედანს მიღმაც?! ბევრი ფეხბურთელისთვის, ყველაფერი მიმზიდველია რაც ძვირადღირებულად ან ვიზუალურად ცოტა უნიკალურად მაინც გამოიყურება. თუმცა ყველა ფეხბურთელისთვის ეს ასე არაა, ფეხბურთელთა ელიტარული ნაწილი ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირშია თავიანთ ელეგანტურ მხარესთან.

გთავაზობთ 13 ყველაზე მოდურ ფეხბურთელთა სიას


13. პოლ პოგბა

ფრანგი ფეხბურთელის ჩაცმულობის სტილი ყველასთვის მიმზიდველი არ არის, თუმცა იგი ჩაცმულობაშიც ისეთივე კრეატიულია, როგორც ბურთის შეხების დროს.
No description available.

12. სერხიო რამოსი

ძნელია იმ ტატუებით, რომელიც სერხიო რამოსს აქვს, ელეგენტურად არ გამოიყურებოდე. იგი წლების განმავლობაში ინარჩუნებს თავის უნიკალურ სტილს. ერთადერთი, რაც "პსჟ"-ში გადასვლით, მის ცხოვრებაში შეიცვალა, ის არის, რომ ახლა ესპანელი ფეხბურთელი მსოფლიო მოდის დედაქალაქში ცხოვრობს.

11. ჩაბი ალონსო 

მართალია, ჩაბი ალონსოს ჩაცმულობა არც დიდი სიძვირითა და რაიმე განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ცოტას შეუძლია ასეთი მინიმალისტური სტილი ისეთი მიმზიდველი გახადოს, როგორც მას. კოსტიუმები, სვიტერი, მოკლე შარვალი, პერანგი - ასე მინიმალისტურად თითქმის არცერთი ფეხბურთელი არ იცვამს, გარდა ჩაბი ალონსოსა. მარტივი თუმცა ეფექტური ჩაცმულობა ესპანელ ვეტერან ფეხბურთელს უფრო ელეგანტურს ხდის.

10. ტომ დევისი

"ევერტონის" 23 წლის ფეხბურთელი - ტომ დევისი, პრემიერ ლიგის ფეხბურთელებში, ჩაცმულობის სტილით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. მას არ ეშინია თავისი მრავალფეროვნებისა და პიროვნების ჩვენების. ცნობილია, რომ იგი ატარებს სერიოზულად თამამ სამოსს. დიდი ზომის კოსტიუმები ნიუ-იორკის ქუჩებში, გრძელი ბეწვის ქურთუკები, ან ქურთუკები და მოკლე შორტები მშობლიურ ლივერპულში. ეს არ არის ყველასთვის განკუთვნილი სტილი, მაგრამ ძალიან ელეგანტური და მოდურია.
No description available.

9. მეისონ მაუნტი

შეიძლება ფეხბურთით იმდენად ვერა, თუმცა მეისონ მაუნტმა სახელი საკუთარი ჩაცმულობით მოიხვეჭა. მისი ჩაცმულობა 2022 წლის მონაკოს გრან პრიზზე გეტყვით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ.
No description available.

8. ბენ ჩილველი

"ჩელსის" მარცხენა მცველი, ბენ ჩილველი, ოდნავ უფრო "ფეხბურთის სტილის" ნივთების გულშემატკივარია და უპირატესობას სწორედ მას ანიჭებს. ინგლისელი ფეხბურთელი იხვეწს იერს, ინარჩუნებს ახალგაზრდობას უცნაური სტილითა და ტრენდული ბრენდების გამოყენებით.

7. სერჟ გნაბრი

გნაბრი სერიოზულად აფასებს კოსტიუმებს და დახვეწილ დეტალებს. მას აქვს იდეალური ჩაცმულობა ყველა შემთხვევისთვის.


6. კილიან მბაპე

კილიან მბაპეს რაიმე გამორჩეული ჩაცმის სტილი არ აქვს, იგი ძირითადად სპორტულ ტანსაცმელებს იყენებს. ხალხშიც ძირითადად სპორტული ჩაცმულობით გამოჩნდება ხოლმე, იშვიათად აცვია კოსტიუმი და პერანგი.

5. დომინიკ კალვერტ ლევინი 

კალვერტ ლევინი ხშირად ჩანს "ევერტონის" თანაგუნდელ - დევისთან ერთად სეირნობისას. ინგლისელი ფორვარდი საკუთარი ჩაცმულობის გამო, არაერთხელ მოხვდა მოდური ჟურნალების ყდაზე.

4. სონ ჰიუ-მინი

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩეს - სონ ჰიუ-მინია. სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ახლახანს გახდა "Burberry"-ის ელჩი. მისთვის არ არის საჭირო ძირითადი ბრენდები. კორეელი თავს კარგად გრძნობს კოსტიუმებში.
No description available.

3. ანდრეა პირლო

ფეხბურთელი ჯეიმს ბონდი?! - სავსებით შესაძლებელია. თუ 007 ოდესმე იტალიელი გახდება, პირლო უნდა იყოს პირველი ადამიანი, ვისაც უნდა დაუკავშირდნენ. სერიოზულად, ეს კაცი უფრო ელეგანტურია ვიდრე თესლები კიტრში. აკეცილი მკლავები, პერანგზე ჩამოკიდებული სათვალეები. პირლო ყოველდღიური მოხერხებული სტილის მეფეა. არავითარი მყვირალა ბოტასები ან ძვირიანი ბრენდები. მიეცით ანდრეას კოსტუმი და დრო დღის მანძილზე, და იგი მას აუცილებლად მოიხდენს. პირლო ნამდვილად კარგი ღვინოსავითაა.

2. ჰექტორ ბელერინი

ნამდვილად საინტერესო და საკამათო თემაა, პირლოს ელეგანტურ ჩაცმულობაზე წინ ჰექტორ ბელერინის დაყენება, თუმცა ესპანელ განაპირა მცველს ძალიან კარგად ჩაცმა სჩვევია. იგი ფეხბურთის გარდა დაკავებულია მოდელობით და არაერთ მოდის ჩვენებაზე მიუღია მონაწილეობა. ქუჩის ტანსაცმელი, ფორმალური ჩაცმულობა, რეტრო მაისურები და პოდიუმების კოსტიუმები - ბელერინს საერთოდ ყველაფერი გამოუცდია. მან მოდის ახალი სტილი საკუთარი თმითაც შემოიტანა.
No description available.

1. დევიდ ბექჰემი

მაგრამ, გამარჯვებული მხოლოდ ერთი გვყავს. თანამედროვე ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ბექჰემმა საფეხბურთო სამყაროში ორიგინალური სტილის შედეგად, "სელებრითის" (ვარსკვლავის) სტატუსი გაცილებით დიდი ხნის წინ მოიპოვა. ბექსი მოდურობის კულტი იყო და არის. თუ პირლო შეიძლება იყოს ფეხბურთის ჯეიმს ბონდი - ბექჰემი დანამდვილებით არის. როდესაც ამ კაცს პიჯაკი აცვია, ხელშეუხებელია - და თუნდაც მის გარეშე, ბექჰემი მაინც საუცხოოდ გამოიყურება. ის ყველასთვის საოცნებო მამაკაცია.

სხვა სტატიები