"თეთრ სახლში ბრძოლაზე UFC-სთან მოლაპარაკებებს ვმართავ" - ჯონ ჯონსი
4 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯონ ჯონსმა დაადასტურა, რომ UFC-სთან მომავალ ჩხუბთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს. "ძვლების" მიზანია მომავალი ბრძოლა თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე გამართოს.
თეთრ სახლში ბრძოლასთან დაკავშირებით, UFC-სთან მოლაპარაკებებს ვმართავს. მე ძალიან ამაყი ამერიკელი და ვერ ერთი სული მაქვს ჩემი ქვეყანა კვლავ წარვადგინო. ასე რომ, ვნახოთ რა მოხდება. - განაცხადა ჯონ ჯონსმა
🚨 Jon Jones reveals he's in talks to fight on the UFC White House card 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) March 1, 2026
"I'm in negotiations with the UFC about this White House [fight] as well. I'm a very proud American, and I cannot wait to represent one more time." pic.twitter.com/5dySHjvDc4
დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ თეთრ სახლში ჯონ ჯონსის და ალექს პერეირას დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემებიც წერდნენ და UFC-სთან დაკავშირებული პირებიც აქტიურად საუბრობდნენ. ამ ბრძოლის ჩანიშვნის იდეას ისიც ამყარებს, რომ 2 დღის უკან ალექს პერეირამ ქვემძიმე წონის ქამარი დათმო.