Belive

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დისკვალიფიკაციით დასაჯა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ დღევანდელი სხდომის შემდეგ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. UWW-ის გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს მოჭიდავეებსა და ოფიციალურ პირებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ. გარდა ამისა, საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთსა და ბელარუსში გასამართი ტურნირებიც გააუქმა. ტოკიოს ოლიმპიადაზე რუსმა სპორტსმენებმა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სულ 8 მედალი (4 ოქრო, 4 ბრინჯაო) მოიპოვეს და მედლების საერთო რაოდენობით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩნენ. 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.