Belive

რეალის ვარსკვლავები ანაზღაურების შემცირებას დათანხმდნენ

4 წლის წინ სხვა
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეალის" ფეხბურთელებსა და მომსახურე პერსონალს ხელფასის 10-20% დააკლდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას "ბლანკოსის" წარმომადგენლები ადასტურებენ. წყაროს მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, "სამეფო კლუბის" ვარსკვლავებმა ანაზღაურების 10-დან 20%-მდე შემცირება ნებაყოფლობით ისურვეს. ამ წუთისათვის უცნობია მიბაძავენ თუ არა "ბლანკოსს" ლა ლიგის სხვა კლუბები.

სხვა სტატიები