Belive

იაკობიშვილი პირველია, პეტრიაშვილი მეორე - ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანების განახლებული რეიტინგი

1 წლის წინ სხვა
1 წთ
კონტინენტური ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. 70-კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგის ლიდერი 54 200 ქულით ზურაბ იაკობიშვილია, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ყირგიზ მოჭიდავეს, ერნაზარ ახმატალიევს აზიის ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში, იაკობიშვილზე გადასწრების შანსი ჰქონდა, თუმცა მან ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. 125-კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორეა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, რომელიც მხოლოდ ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ტაჰა აკგულს ჩამორჩება. გენოს ანგარიშზე 86 400, თურქის ანგარიშზე კი - 88 200 ქულაა. ქართველი მოჭიდავეებიდან საუკეთესო ათეულში, პეტრიაშვილისა და იაკობიშვილის გარდა, ავთანდილ კენჭაძე (74კგ, მე-8 ადგილი), ნიკა კენჭაძე (79 კგ, მე-6 ადგილი) და ირაკლი მწითური (92 კგ, მე-8 ადგილი) მოხვდნენ.

სხვა სტატიები