Belive

იაკობ ქაჯაია მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია!

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2022 წლის პირველი რეიტინგ-სია გამოაქვეყნა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა (130 კგ) მეორე პოზიციიდან პირველზე აინაცვლა. იაკობ ქაჯაიას, რომელიც შარშან წლის სამივე დიდ შეჯიბრებაზე შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა, 69 ქულა აქვს და ერთი ქულით უსწრებს ლეგენდარულ კუბელს - მიხაინ ლოპეს ნუნესს. 2021 წელს ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან, მსოფლიოს განახლებულ რეიტინგში, პირველ ათეულში, ქაჯაიას გარდა ხუთი სპორტსმენია: ლერი აბულაძე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილს იკავებს. რამაზ ზოიძე (67 კგ) მესამეა, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) - მეოთხე, ხოლო ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) - მეექვსე. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან, ყველაზე უკეთესი პირადი რეიტინგი კვლავ გენო პეტრიაშვილს აქვს - 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზეა. თავიანთ წონებში, მოწინავე ათეულში კიდევ ოთხი ქართველია: ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) მესამე პოზიციას იკავებს, ნიკა კენჭაძე (79 კგ) - მეოთხეს, ირაკლი მწითური (79 კგ) - მეშვიდეს და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) - მერვეს.

სხვა სტატიები