Belive

ექსკლუზივი: ზურაბ დათუნაშვილმა შეკრება პროტესტის გამო დატოვა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა, ზურაბ დათუნაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე შეკრება დაწყებიდან ერთ დღეში დატოვა. ევროპის ორგზის ჩემპიონმა მანამდე ბორჯომში მიმდინარე შეკრება სრული დატვირთვით გაირა, რის შემდეგაც თურქეთში გამართულ ტურნირზე უნდა ეასპარეზა, თუმცა ის განაცხადში არ ყოფილა. აღნიშნული ტურნირის შემდეგ კი, ბაკურიანში დაწყებული შეკრება სპორტსმენმა მეორე დღესვე - 3 აგვისტოს დატოვა და არც ამ შეკრების შემდეგ გერმანიაში გამართულ შეჯიბრებაზე არ მიუღია მონაწილეობა. როგორც ცნობილია, ევროპის ორგზის ჩემპიონს არანაირი ტრავმა არ აწუხებს და ის ამჟამად მზადებას ინდივიდუალურად განაგრძობს. კონკრეტულად რა გახდა გუნდის ლიდერის მიერ ნაკრების დატოვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კონფიდენციალური წყაროს ცნობით სპორტსმენმა შეკრება პროტესის ნიშნად დატოვა.

სხვა სტატიები