Belive

თბილისში ძიუდოს ვარსკვლავები ვარჯიშობენ | საერთო წვრთნა და მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

10 საათის წინ სხვა
1 წთ

თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, თბილისში ძიუდოს მსოფლიო ვარსკვლავები გამოჩნდენ და საქართველოს ნაკრებთან ერთად საერთო 3-დღიან წვრთნას გადიან, რისი მიზანიც, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაა, რომელსაც თბილისი 16-19 აპრილს უმასპინძლებს.

ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი თბილისური შეკრებიდან
სხვადასხვა ქვეყნის ძიუდოისტები თბილისური შეკრებიდან

თბილისურ შეკრებაში 4 კონტინენტისა და 23 ქვეყნის, 121 სპორტსმენია შეკრებილი, საიდანაც 103 კაცია, 18 კი ქალი.

შეკრებაში მონაწილეობენ: საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ბელგიის, პორტუგალიის, საბერძნეთის, გერმანიის, უნგრეთის, ბელარუსიის, ესტონეთის, რუსეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, კვიპროსის, სლოვაკეთის, ანგოლის, ყირგიზეთის, სლოვენიის, ამერიკის, საფრანგეთის, კონგოს, და სომხეთის ნაკრების სპორტსმენები.

სხვა სტატიები