Belive

ტატო გრიგალაშვილი ტოკიოს გრანდ სლემს მოეხსნა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

2-3 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქი ტოკიოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტოკიოში საქართველოს ნაკრები 17 სპორტსმენითა და უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით უკვე 1 კვირაზე მეტია ტოკიოში იმყოფება და იაპონიის ნაკრებთან ერთად საერთო წვრთნას გადის.

როგორც ცნობილი გახდა, ტოკიოს გრანდ სლემიდან მოეხსნა და ნაკრებს შეკრებაზე ვერ გაყვა, 2-გზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი.

belive-ს გუნდი ქართველ ფალავანს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბრისას ტატო გრიგალაშვილმა დაადასტურა, რომ იგი პირადი მიზეზების გამო ტოკიოში ნაკრებს ვერ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფალავნისთვის 2023 წელი დასრულებულია.

ტატო გრიგალაშვილის მაგივრად, ტოკიოს გრანდ სლემზე, 81 კგ წონით კატეგორიაში დებიუტენტები: ლუკა ბაბუციძე და ალექსანდრე ლოლაძე მიიღებენ მონაწილეობას.

სხვა სტატიები