Belive

ტარიელ ხეჩიკაშვილი საბურთალოში ინვესტიციის შეწყვეტას აპირებს 

3 წლის წინ სხვა
3 წთ
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში გააჟღერა, რომ ის ამ ეტაპზე, ქართულ ფეხბურთში ინვესტიციების შეწყვეტას აპირებს.
"ის, რასაც ახლა გავაჟრებ, ეს არ არის მხოლოდ ამ ბოლო ტურებიდან გამომდინარე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას როდისმე ვიტყოდი, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ჩემთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო ქართული ფეხბურთის სიყვარული.  ის პრობლემები რაც დაგროვდა და ძალიან ბევრს უნდა, რომ ეს პრობლემები ერთ კონკრეტულ მატჩს დაუკავშირონ, მაგრამ ეს ასე არ არის. პრობლემები აქამდეც იყო და ვცდილობდით ხმა მიგვეწვდინა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ამ პრობლემების მოგვარება შეეძლო, თუმცა აბსოლუტური იგნორი იყო. საქმე ერთ დიდი უსამართლობასთან და არაკომპეტენტურობასთან გვაქვს. აქ მხოლოდ კონკრეტულ მსაჯებზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ბევრ საფეხბურთო მოხელეზე. დღეს ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში უნდა ვიყოთ და ერთმანეთს ვეხმარებოდეთ, ამის ნაცვლად გვაქვს ურთიერთპატივისცემის და ურთიერთგაგების პრობლემა.
ის, რომ მე ფეხბურთი უზომოდ მიყვარს, ეს სისუსტედ არ უნდა ჩაითვალოს. დღეს არის პრობლემები, რომლის გადაწყვეტაც მე არ ძალმიძს. სწორედ ამიტომაც, გადავწყვიტე, რომ დროებით, შევწყვიტო ინვესტიციების ჩადება პროფესიულ დონეზე საფეხბურთო კლუბში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "საბურთალო" ფუნქციონირებას არ გააგრძელებს. იქ ყველა დონეზე ძალიან კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ და იმედია ისინი გააგრძელებენ "საბურთალოს" განვითარებას. მე ფეხბურთი უზომოდ მიყვარს და მომავალში, ჩემს ძალას, ენერგიას, ცოდნას, ადამიანურ თუ ფინანასურ რესურსებს, საერთაშორისო ურთიერთობებს მოვახმარ ქართულ ფეხბურთს და დავეხმარები ბავშვებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტების ფორმატში. ეს გადაწყვეტილება ქართულ საფეხბურთო სფეროში მყოფი ადამიანების არაკომპეტენტურობამ და სისტემურმა პრობლემებმა განსაზღვრა. იმ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა ახლა ტალახის სროლა დაიწყონ, მოვუწოდებ, რომ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამოვიდეთ და ერთმანეთს მეტი პატივი ვცეთ. მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრო და ვეცადო ქართული ფეხბურთის პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ასევე იხილეთ: ლევან კორღალიძემ შესაძლოა საბურთალო დატოვოს  ასევე იხილეთ: ზაზა დოლიძე: “ვფიქრობ ეს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო, კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და დარწმუნებულები ვართ, ასე გაგრძელდება” 

სხვა სტატიები