Belive

ტაისონისა და პოლის ბრძოლაში საინტერესო რეკორდი დამყარდება

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

კრივის სამყაროში ყველაზე უცნაურ და ამავდროულად საინტერესო ბრძოლამდე 2 თვე რჩება. 20 ივლისს ერთმანეთს მაიკ ტაისონი და ჯეიკ პოლი დაუპირისპირდებიან, რომელიც გულშემატკივართა დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა Netflix-ის ორგანიზებით გაიმართება.

მიუხედავად ასაკისა ლეგენდარული მაიკ ტაისონი კვლავ ფორმაშია. ამას მის მიერ გავრცელებული ვიდეოებიც ადასტურებს.

ამ ყველაფრის გარდა, ეს ჩხუბი კიდევ ერთი საკითხის გამო არის განსაკუთრებული. ეს იქნება ბრძოლა, სადაც მოკრივეებს შორის ყველაზე დიდი ასაკობრივი სხვაობა იქნება. ტაისონსა და ჯეიკ პოლს შორის 31-წლიანი სხვაობაა. აქამდე ყველაზე დიდი სხვაობა მებრძოლებს შორის 24 წელი იყო.

სხვა სტატიები