Belive

ტაისონ ფიურიმ ენტონი ჯოშუაზე, უსიკზე და ნგანუზე ისაუბრა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

WBC-ის მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონი ტაისონ ფიური აცხადებს, რომ მისთვის ენტონი ჯოშუა საინტერესო მოწინააღმდეგე აღარ არის.

"აღარც კი მინდა ამაზე საუბარი. დასრულდა. AJ-ის მიმართ არანაირი ინტერესი არ მაქვს. ჩემთვის ის აღარ არსებობს. ჩემსა და მას შორის უკვე ყველაფერი გარკვეულია." - განაცხადა ფიურიმ SPORTbible-თან საუბრისას.

Gypsy King-მა ფრენსის ნგანუსთან ბრძოლაზეც ისაუბრა:

"ჩემი ნგანუსთან შეთავაზება ძალაშია. თუ უსიკთან ბრძოლა არ შედგება, მზად ვარ ფრენსისს შევხვდე. მე მას ორი ბრძოლა შეზთავაზე: რინგზე და გალიაში. მზად ვარ მასთან გადაჭრილი ხელთათმანებითაც ვიბრძოლო. რინგზე ჩვენი დაპირისპირება უაზრობა იქნება. ეს იგივე იქნება სატრენაჟორო დარბაზში ბოდიბილდერს შევეჯიბრო."

აღსანიშნავია, რომ 36 წლის ნგანუმ UFC-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და ახალი შეთავაზებებისთვის მზადაა.

ფიურის ჰკითხეს თუ ვის აირჩევდა მომავალ მოწინააღმდეგედ უსიკს თუ ნგანუს.

"არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი. ორივეს მარტივად დავამარცხებ." - განაცხადა ტაისონ ფიურიმ.

ტაისონ ფიურიმ გასული წლის აპრილში, დილიან უაიტთან ბრძოლის შემდეგ, კრივიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით მან აზრი შეიცავალა და ახლა ცდილობს, რომ კრივის ისტორიაში უპირობო ჩემპიონი გახდეს. ბრიტანელის მიზანია 2023 წელს, უკრაინელ ჩემპიონს ოლეკსანდრ უსიკს დაუპირისპირდეს.

სხვა სტატიები