Belive

ტაჰა აკგული: ,,შენობის ნანგრევებში 40-მდე მოჭიდავეა მოყოლილი''

1 წლის წინ სხვა
1 წთ

თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ტაჰა აკგულმა, ინსტაგრამის პირად გვერდზე დაწერა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ნანგრევების ქვეშ 40-მდე მოჭიდავეა მოყოლილი:

,,დაინგრა საჭიდაო კლუბის შენობა, სადაც ჩვენი 30-40 მოჭიდავე იმყოფებოდა...

გთხოვთ, წავიდეთ ჩვენს საჭიდაო კლუბში ძმების დასახმარებლად,'' - წერს აკგული სოციალურ ქსელში.

თურქეთში დღეს რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ათასობით ადამიანია მოყოლილი.