Belive

სუმოს რეიტინგი განახლდა - ორივე ქართველი დაწინაურებულია!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
2019 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირის, ჰარუ ბაშოს დაწყებამდე 2 კვირაა დარჩენილი, შესაბამისად იაპონურმა სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ცვლილებებია მაკუუჩი დივიზიონში, სადაც იოკოძუნა კისენოსატოს კარიერის დასრულებამ საკმაოდ საინტერესოდ იმოქმედა - პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ტოჩინოშინი კარიერაში პირველად აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს. ასევე, ჰარუ ბაშოზე მაკუუჩი დივიზიონს რიგით მე-17 მაეგაშირაც ეყოლება, ამ პოზიციაზე ჩიოშომაა გამწესებული. რაც შეეხება მეორე ქართველს - თეიმურაზ ჯუღელს ანუ გაგამარუს, სუმოს მამებმა მინიმალური დადებითი ბალანსის მიუხედავად მას 6-საფეხურიანი წინსვლის უფლება მიანიჭეს. გაგა ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 ჯურიო იქნება. ჰარუ ბაშო 10 მარტს დაიწყება, ტურნირს ქალაქი ოსაკა უმასპინძლებს. Live.Ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ფალავნებს და ტრადიციულად შემოგთავაზებთ სუმოს სუპერტურნირის პირდაპირ რეპორტაჟებს.  

სხვა სტატიები