Belive

მაისის ბაშოს რეიტინგი

3 წლის წინ სხვა
2 წთ
იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე, ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა. მარტის "უმაყურებლო" ბაშოს ტრიუმფატორი იოკოძუნა ჰაკუჰო უცვლელად უდგას სათავეში უმაღლესი დივიზიონის მებრძოლებს. "თეთრი ფენიქსის" კვალდაკვალ ცხადია მეორე მოქმედი იოკოძუნა კაკურიუა. რაც შეეხება ოძეკებს, განვლილ ბაშოზე არსებული დანაკლისი ასანოიამამ "შეავსო", შესაბამისად მაისის ბაშოს 2 ოძეკი ეყოლება. საკუთარი ღირსეული და დამსახურებული ადგილი დაიბრუნა მიტაკეუმიმ, რომელიც 2 ბაშოს განმავლობაში სანიაკუს მიღმა აღმოჩნდა, თუმცა მაისის ბაშოზე 2-გზის ჩემპიონი კვლავ სეკივაკე იქნება. მიტაკეუმი დასავლეთის სეკივაკეა, ხოლო აღმოსავლეთის სახელით ამ რანგის ქვეშ შოდაი იასპარეზებს.
sp-sumo-a-20180201-870x512
რაც შეეხება ქართველ ფალავანს, ექს-ოძეკი ტოჩინოშინს, მაისის ბაშოზე ჩვენებური დასავლეთის მე-11 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს საკმაოდ საინტერესო ფაქტი, რომ ტოჩინოშინზე დაბალი წოდება კიდევ სამ ექს-ოძეკის აქვს, ესენი არიან - მე-13 მაეგაშირა ტაკაიასუ, მე-14 მაეგაშირა კოტოშოგიკუ და მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯი, რომლის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებას თითოეული სუმოს ქომაგი სულმოუთმენლად ელოდა. სამწუხაროდ თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ მარტის ბაშოზე რიგით მე-4, სანდანმეს დივიზიონში აღმოჩნდა, სადაც აღმოსავლეთის 28-ე ნომერია. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მაისის ბაშოს დაწყების თარიღი მცირედით გადაიდო - ნაცუ ბაშო სტარტს 24 მაისს აიღებს.

სხვა სტატიები