Belive

ჰიბიკირიუ - სუმოისტი რომელმაც ჰარუ ბაშოზე უმძიმესი ტრავმა მიიღო, გარდაიცვალა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
28 წლის სუმოისტი - ჰიბიკირიუ, ჰარუ ბაშოზე მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, გარდაიცვალა. სანდანმეს დივიზიონის მებრძოლმა ჰარუ ბაშოზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და მის დასახმარებლად რამდენიმე წუთის განმავლობაში არავინ მივიდა. დაცემიდან დაახლოებით 6 წუთში, სუმოისტი რამდენიმე სპორტსმენმა დარბაზიდან გაიყვანა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების საკაცეზე დააწვინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილური იყო და მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოდიოდა, თუმცა 28 აპრილს ვითარება საგრძნობლად შეიცვალა და უეცრად მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი - ფილტვის თრომბოებოლია. ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა სუმოს ასოციაციის პრეზიდენტი: "მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვათ ჩვენი მებრძოლის გარდაცვალების ფაქტზე. სიტყვებს ვერ ვპოულობთ გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახის დასამშვიდებლად, ამ უეცარმა ამბავმა განგვაცვიფრა სრულიად იაპონია. იგი ერთი თვის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლის შესანარჩუნებლად,  თუმცა დამარცხდა. მშვიდად განისვენე, მეგობარო".

ჰიბიკირიუს ტრავმის ვიდეო

  ჰიბირიკიუ 28 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა იაპონიის სუმოს ასოციაციამ ეს ფაქტი დღეს, 29 აპრილს გაასაჯაროვა.

სხვა სტატიები