Belive

ექსკლუზივი - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

5 წლის წინ სხვა
1 წთ
13 იანვარს იაპონური სუმოს ასოციაციის ეგიდით ჰაცუ ბაშო იწყება, სადაც ტოჩინოშინის გამოსვლა არ გამოსვლის საკითხი წყდებოდა. 1 კვირის წინ ქართველმა გოლიათმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. სავარაუდოდ ტოჩი ბაშოზე ასპარეზობას უნდა გამოთიშულიყო თავისივე გადაწყვეტილების თანახმად, თუმცა ქართველი გულშემატკივრისათვის კარგადაა ცნობილი მისი შეუპოვარი ხასიათი - ტოჩიმ ჰაცუ ბაშოზე გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო! შეგახსენებთ, გასულ წელს ქართველმა ოძეკიმ ჰაცუ ბაშო ტრიუმფით დაასრულა და კარიერაში პირველი იმპერატორის თასი აღმართა! Live.Ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ფალავანს და ტრადიციულად 13 იანვრიდან ყოველდღე, დილის 11:00 საათიდან შემოგთავაზებთ პირდაპირ რეპორტაჟებს.  

სხვა სტატიები